logo
ENG



რუსთავში 30 წლამდე ქალს მანქანა დაეჯახა

21 აგვ 202009:01
3 წუთის საკითხავი
 

რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მეგობრობის ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილი 30 წლამდე ქალს დაეჯახა, რომელიც 2 წლის ბავშვთან ერთად ზებრა გადასასვლელზე გადადიოდა.

მანქანის შეჯახებამდე ქალმა ბავშვს ხელი ჰკრა და ავარიას აარიდა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა დაშავებული რუსთავის კლინიკაში გადაიყვანა.

ექიმის თქმით, ქალი შემოსვლისთანავე კომაში იყო და ამ დროისათვის ის მართვით სუნთქვაზეა. პაციენტს მრავლობითი მოტეხილობები აქვს. ექიმები დამატებითი გამოკვლევის პასუხებს ელოდებიან. 


close დახურვა