რუსთავში 40-მდე არასრულწლოვანი ერთმანეთს დაუპირისპირდა, ადგილობრივების თქმით, იყო რამდენიმე გასროლის ხმა. ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და კრიმინალური პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. სამედიცინო დახმარების გაწევა საჭირო არავისთვის გამხდარა, რაც შეეხება კრიმინალურ პოლიციას, მათ რამდენიმე პირი გამოკითხვაზე გადაიყვანეს.
დამატებითი დეტალების გარკვევას "ფორმულა" შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.