logo
ENG



რუსთავში 40 წლამდე კაცი დაჭრეს

22 ოქტ 202218:28
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/22/310eevp6x96s7bb.jpg

რუსთავში 40 წლამდე კაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევას წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება.

დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა. როგორც კლინიკაში განაცხადეს, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა და მკურნალობას ქირურგიულ განყოფილებაში განაგრძობს.

"ჩივილები პრაქტიკულად არ აქვს პაციენტს, საკონტროლო გამოკვლევებითაც რაიმე გართულებებს ჯერჯერობით ვერ ვხედავთ," - თქვა ექიმმა.

პაციენტს ჭრილობა გულ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ სავარაუდო დამნაშავე ცხელ კვალზე აიყვანა.


close დახურვა