logo
ENG



რუსთავში მამაკაცმა კომენდანტის საათის დროს მაღაზიის გაქურდვა სცადა

04 მაი 202010:11
3 წუთის საკითხავი
 

ქურდობა რუსთავში - ახალგაზრდა მამაკაცმა კომენდანტის საათის დროს „ორი ნაბიჯის" გაქურდვა სცადა.

„ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, მამაკაცმა მაღაზიაში შეღწევის მიზნით, კარის შუშა აგურით ჩატეხა. მაღაზიაში შესვლის შემდეგ კი სიგარეტები მოიპარა. ახალგაზრდა პოლიციის თანამშრომლებმა ადგილზე დააკავეს.

„ორ ნაბიჯში“ ქურდობის ეს უკვე მეორე ფაქტია, მაღაზია 3 კვირის წინ უკვე დააყაჩაღეს ასევე კომენდანტის საათის დროს.


close დახურვა