logo
ENG



რუსთავში მანქანა დედასა და ორ მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა

29 ოქტ 202212:12
3 წუთის საკითხავი
 

რუსთავში მსუბუქი მანქანა დედასა და ორ მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა. ქალი ორ ბავშვთან ერთად გზაზე გადადიოდა, რა დროსაც მას მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.

დაშავებულები სასწრაფომ რუსთავის ერთ ერთ კლინიკაში გადაიყვანა. როგორც კლინიკაში განაცხადეს ქალს სხეულზე დაჟეჟილობები და ფეხის მოტეხილობა ჰქონდა. გამოცემა ინფო რუსთავის ინფორმაციით, შემდგომი გამოკვლევისა და სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით ქალი მცირეწლოვან შვილებთან ერთად თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს.

მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.


close დახურვა