რუსთავში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული სამართალდამცველებმა სტამბოლის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
დღეს რუსთავში 40 წლამდე კაცი მოკლეს. შემთხვევა ჭყონდიდელის დასახლებაში მოხდა.
ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარება) მუხლებით მიმდინარეობს.