რუსთავში, მეშვიდე მიკრო რაიონის, მე-9 კორპუსში ხანძარი იყო. ინფო რუსთავის ცნობით, ბინაში ძლიერი დაკვამლიანებაა და შენობიდან მაცხოვრებლების ევაკუაცია მიმდინარეობს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "ფორმულას" უთხრეს, რომ დაშავებული არავინაა, ცეცხლი კი ლოკალიზებულია. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფის 4 ეკიპაჟი.
