რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან კაცი გადმოვარდა.
იგი უგონო მდგომარეობაში რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც "ფორმულას" კლინიკაში განუცხადეს, მისი მდგომარეობა მძიმეა და ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
"ფორმულას" შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.