ღამით რუსთავში, გაგარინის ქუჩაზე ხანძარი იყო. ცეცხლი სახანძრო-სამაშველო სამსახურის ყოფილ შენობას გაუჩნდა. ხანძარი ლიკვიდირებულია.
მეხანძრე-მაშველები ცეცხლის ჩაქრობას რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ. ხანძრის ლიკვიდირებას ხელს უშლიდა ძლიერი ქარიც.
უცნობია, რა მასშტაბის ტერიტორიაა დამწვარი. დაუზუსტებელია ხანძრის გამომწვევი მიზეზიც. ადგილზე მუშაობდნენ სახანძრო-სამაშველო, პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.