რუსთავში მე-12 მიკრორაიონში საცხოვრებელი კორპუსის მე-8 სართულზე გაჩენილ ხანძარს, შუახნის კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ამის შესახებ ინფორმაცია "ფორმულას" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
უწყებაში აცხადებენ, რომ მამაკაცის ცხედარი მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ჩაქრობის შემდეგ იპოვეს.
შეგახსენებთ, რომ რუსთავში, საცხოვრებელო სახლში ხანძარი გაჩნდა. ხანძრის ქრობის სამუშაოებშ 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მონაწილეობდა.