logo
ENG



რუსი მოდის - დროება

25 სექ 202220:11
3 წუთის საკითხავი
 

უკვე მესამე დღეა, საქართველო-რუსეთის საზღვარზე ათასობით ავტომობილი დგას რიგში. რა თქმა უნდა, ეს არ არის კავშირში მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში რუსი ტურისტების ნაკადთან, როგორც ოცნების ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა გაასაღა. საქმე უფრო რთულადაა. ახლაც, ამ წუთებში, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე შემოდიან ადამიანები, რომელთა შესახებ თითქმის არაფერი ვიცით. არც იმაში ვართ დარწმუნებულები, რომ მათი ვინაობის შესახებ ინფორმაციას ჩვენი უსაფრთხოების სამსახური ფლობს და შესაძლო რისკებს ითვალისწინებენ.


close დახურვა