რუსი ოკუპანტები ქარელის რაიონის სოფელ ატოცში გამოჩნდნენ და ბორდერიზაციის განახლებას გეგმავენ – ამის შესახებ ანტისაოკუპაციო მოძრობის "ძალა ერთობაშია" ლიდერი დავით ქაცარავა იტყობინება და ფეისბუქზე ლაივ- რეპორტაჟს ავრცელებს.
კადრებში ჩანან ანტისაოკუპაციო მოძრაობის რამდენიმე წევრი და სამართალდამცველები. მოშორებით შეინიშნება სამხედროების გადაადგილება.
ატოცში მიმდინარე პროცესებზე კომენტარი პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა, რომელიც შიდა ქართლში იმყოფება.