logo
ENG



რუსი სამხედრო ბლოგერი მკვლელობის საქმეზე ქალს 27 წელი მიუსაჯეს

25 იან 202416:50
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/25/hq13z3hn3gizt75.jpg

პეტერბურგის სასამართლომ რუსი სამხედრო ბლოგერის, ვლადლენ ტატარსკის მკვლელობის საქმეზე დარია ტრეპოვას 27 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროკურატურა 28 წლის მისჯას ითხოვდა.

აფეთქება, რომლის შედეგადაც ტატარსკი დაიღუპა, გასული წლის 2 აპრილს სანქტ-პეტერბურგში მოხდა. ათობით ადამიანი დაშავდა. ბევრმა დაზარალებულმა ტრეპოვას წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, რომელთა საერთო ჯამი 50 მილიონ რულს აღწევს.

26 წლის დარია ტრეპოვა აფეთქებიდან მეორე დღეს დააკავეს. შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე ტატარსკის ქანდაკება გადასცა, რომელშიც, გამოძიების მტკიცებით, ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო ჩაშენებული. გამოძიება ამტკიცებს, რომ ტრეპოვა კრიმინალურ დაჯგუფებაში შედიოდა, რომელსაც უკრაინიდან იმართება. უსაფრთხოების ფედერალური სამსახური კი უკრაინის მოქალაქე იური დენისოვს აფეთქების ორგანიზატორად ასახელებდა.

ამტკიცებდნენ, რომ აფეთქების ორგანიზებაში როლი ითამაშა უკრაინაში მცხოვრებმა უკრაინელმა ჟურნალისტმა რომან პოპკოვმაც. გამოძიება ამტკიცებდა, რომ მისგან ტრეპოვამ კრიპტოსაფულეში 190 ათასამდე რუბლი მიიღო.

ტრეპოვას თქმით, პოპოვთან შეთანხმებით ტატარსკი გაიცნო, მასთან შეხვედრებზე სხვისი სახელით დადიოდა, რათა ნდობა მოეპოვებინა. ტრეპოვას თქმით, ქანდაკების გადაცემა დავალების ნაწილი იყო, რის სანაცვლოდაც უკრაინაში ჟურნალისტად მუშაობას დაჰპირდნენ. იგი ამბობს, რომ ჩაშენებული ასაფეთქებლის შესახებ არაფერი იცოდა.

ტრეპოვას ბრალი სამი მუხლით წაუყენეს: ტერორიზმი, ასაფეთქებელი ნივთიერის უკანონო ფლობა და დოკუმენტების გაყალბება. ქალმა არც ერთი ბრალი არ აღიარა.


close დახურვა