logo
ENG



რუსი ჰაკერის შესაძლო ექსტრადირება-იუსტიციის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გაიმართება

18 ოქტ 201907:58
3 წუთის საკითხავი
 
f3u3x60i11sagnx.png

იუსტიციის სამინისტროსთან უფლებადამცველები დღეს თეა წულუკიანის წინააღმდეგ აქციას გამართავენ. საქმე ეხება რუსი ჰაკერის, იაროსლავ სუმბაევის ექსტრადირების პროცესს. დაკავებულის ადვოკატი მიიჩნევს, რომ ასეთ შემთხვევაში 28 წლის ჰაკერი რუსეთში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდება.

შეგახსენებთ, რომ სუმბაევი უკვე ერთი წელია სასჯელს ქართულ საპყრობილეში იხდის. ამ დროიდან რუსეთი მის ექსტრადირებას ითხოვდა. ახლა კი პირველი რეალური ნაბიჯები გადადგმულია. რუს ჰაკერს სამშობლოში იარაღის უკანონო შეძენას და ყალბი პასპორტის გამოყენებას, ასევე პოლიციელი ევგენია შიშკინას მკვლელობას ედავებიან. 

"უშუალოდ პირადად იუსტიციის მინისტრს მოვთხოვთ პასუხს, რადგან სწორედ ის არის საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები და ამ ადამიანების ექსტრადიციას ის ითხოვს. ამ გადაწყვეტილების არაღსრულება მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ საქართველოდან რუსეთში ვისი ექსტრადირებაც განხორციელდა, ამ ადამიანების ბედი დღემდე ჩვენთვის არის უცნობი. არანაირი კონტროლის მექანიზმი საქართველოს არ გააჩნია იმის, რომ ამ ხალხს შემდეგ მიაქციოს ყურადღება, რამდენად დაცულია მათი უფლებები,"-იურისტი, ივანე ნორაკიძე. 

 


close დახურვა