logo
ENG



რუსკა მაყაშვილი: ჩემი და გადიოდა ურთულეს პროცესს, დასჭირდა ფსიქოლოგები, ფსიქიატრი

14 აპრ 202115:52
3 წუთის საკითხავი
clock 2881
2021/04/14/4n2upifhybvnn86.jpg

რუსკა მაყაშვილმა თავისი დის, ნინუცა მაყაშვილის მიმართ ყოფილი ქმრის ძალადობაზე ფორმულას ეთერში ილაპარაკა. 

მსახიობი ამბობს, რომ მისმა დამ ურთულესი პერიოდი გაიარა - განცდილი ძალადობის შემდეგ, ფსიქოლოგების და ფსიქიატრის დახმარებით, რეაბილიტაციას წლები დასჭირდა. 

"11 წელი გავიდა. 11 წლის წინ იყო უმძიმესი პერიოდი ჩვენს ცხოვრებაში, განსაკუთრებით ჩემი დის ცხოვრებაში. ნინუცა განა იმიტომ იყო ჩუმად, რომ არ უნდოდა - მას არ შეეძლო ამაზე ლაპარაკი. ის გადიოდა ურთულეს პროცესებს, ეს გრძელდებოდა წლები. მას სჭირდებოდა ფსიქოლოგები, ფსიქიატრი და ა.შ. ძალიან დიდი დრო დასჭირდა, რომ დაბრუნებოდა ცხოვრებას. მგონია, რომ ძალიან სწორ პერიოდში ამოიღო ხმა. 

11 წლის წინ ამ ყველაფერს შეიძლება საზოგადოების მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია. დღეს არის ის პერიოდი, როცა ყველა უნდა შეეცადოს, რომ რაღაც გააკეთოს. არ ვამბობ, რომ თქვას - ეს არის ურთულესი. მე ეს ვიცი, მე ვუყურებდი ჩემს დას. ძალიან მნიშვნელოვანია ქალის ხმა, რომელიც ამ ყველაფერს ლახავს. ამიტომ, ყველას ვურჩევ, როცა ექნებათ ამის საშუალება - ნუ შეეშინდებათ". - თქვა რუსკა მაყაშვილმა.  

ნინუცა მაყაშვილმა 11 წლის წინ განვითარებული მოვლენები რუსთავი 2-ის ეთერში გაიხსენა. მან თქვა, რომ ყოფილი ქმარი, ბესო ზანგური მას სისტემატურად ძალადობდა, მათ შორის, ორსულობის დროს და შემდგომში, ბავშვის თანდასწრებითაც. 

როგორც მაყაშვილმა თქვა, ყოფილი ქმრისგან ძალადობის ამბავს ახლა ყვება იმიტომ, რომ აღარ ეშინია და უნდა, ძალადობის მსხვერპლ სხვა ქალებს მაგალითი მისცეს. 

რუსთველის თეატრმა, რომლის დასშიც ზანგური ირიცხება, განაცხადა, რომ ძალადობას გმობს, მაგრამ მსახიობის გათავისუფლებას არ აპირებს. 

ბესო ზანგურს მხარდაჭერა ამავე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, რობერტ სტურუამაც გამოუცხადა და თქვა, რომ "ქალებმა დაიწყეს 1937 წლის რეპრესიები". 


close დახურვა