რუსმა ოკუპანტებმა ბახმუტში საცხოვრებელი კორპუსები დაბომბეს, რის შედეგადაც დაიღუპა ორი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი.
"გამოძიების თანახმად, 2023 წლის 31 იანვარს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დაბომბეს საცხოვრებელი ობიექტები ბახმუტში. დაბომბვის შედეგად დაიღუპა კაცი და 12 წლის ბიჭი", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავდა 5 მშვიდობიანი მოქალაქე.
"მათ აქვთ სხვადასხვა სახის დაზიანებები. უტარდებათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება", - აცხადებენ გენერალური პროკურორის ოფისში.