logo
ENG



რუსმა ოკუპანტებმა ხარკივი დაბომბეს - დაიღუპა ერთი, დაიჭრა 4 ადამიანი

12 სექ 202215:37
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/12/krxisspo5i1svj9.jpg

 

რუსმა ოკუპანტებმა ხარკივის ცენტრზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. ინფორმაციას ხარკივის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი Telegram-ზე ავრცელებს.

"ყურადღება ხარკიველებო: დარჩით თავშესაფრებში! ოკუპანტებმა ხარკივს დაარტყეს. სამწუხაროდ, დაიღუპა ერთი ადამიანი, დაჭრილთა რაოდენობა 4-მდე გაიზარდა", - წერს სინეგუბოვი.

ოკუპანტებმა ხარკივი გუშინ, 11 სექტემბერს, გვიან ღამითაც დაბომბეს. მათ იერიში ერთ-ერთ უმსხვილეს თბოელექტროსადგურზე მიიტანეს, რის შედეგადაც, ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება შეიზღუდა.

 


close დახურვა