რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქი ხერსონი აიღეს.
ქალაქის მერი ამბობს, რომ რუსულმა ჯარებმა პორტი და რკინიგზის სადგური დაიკავეს. ის ცენტრალურ ხელისუფლებას და ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს ქალაქში მედიკამენტებისა და საკვების გაგზავნას, ასევე, დაჭრილების ევაკუაციას სთხოვს.
საკრებულოს წარმომადგენელმა BBC-ის განუცხადა, რომ უკრაინის მხარეს ქალაქისთვის ბრძოლების დროს დაიღუპა 200-მდე ადამიანი, მათ შორის ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე.