logo
ENG



რუსმა ოკუპანტებმა ხერსონი დაბომბეს

21 ნოე 202214:28
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/21/p7qetw34p3hf6k9.jpg

რუსმა ოკუპანტებმა 21 ნოემბერს, დილის საათებში, ხერსონი დაბომბეს. ინფორმაციას ხერსონის საოლქო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, იური სიბოლევსკი ავრცელებს.

"ისევ დაბომბეს ხერსონი, ისევ დაარტყეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. გვყავს დაჭრილი მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ უტარდებათ სამედიცინო დახმარება", - აცხადებს სობოლევსკი.

აღსანიშნავია, რომ ოკუპანტებმა ხერსონი გუშინ, 20 ნოემბერსაც დაბომბეს. გუშინდელი თავდასხმის შედეგად ქალაქში მაღალსართულიანი საცხოვრებელი შენობა დაზიანდა.


close დახურვა