logo
ENG



რუსმა პროპაგანდისტმა პოზნერმა და მისმა მეგობრებმა საქართველო დატოვეს

01 აპრ 202108:03
3 წუთის საკითხავი
 

რუსმა პროპაგანდისტმა ვლადიმირ პოზნერმა და მისმა მეგობრებმა საქართველო დატოვეს. აირზენას ჩარტერული რეისი თბილისიდან უკვე აფრინდა.

მათ სასტუმრო პოლიციის დახმარებით დატოვეს, ასევე პოლიციის დახმარებით შევიდნენ ისინი აეროპორტში.

მათ ყველა ლოკაციაზე სამოქალაქო აქტივისტები დახვდნენ და შეძახილით - რუსეთი ოკუპანტია, გააცილეს.

რუსი პროპაგანდისტი, ვლადიმირ პოზნერი თბილისში გუშინ, 31 მარტს დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა. ისინი ქვეყანაში დარჩენას 3 აპრილამდე გეგმავდნენ.

ქართველი აქტივისტები პოზნერს საპროტესტო აქციით დახვდნენ. პროტესტი გაიმართა როგორც რუმსთან, ისე ვინოტელთან, სადაც მან თანმხლებ პირებთან ერთად ივახშმა. 

აქტივისტებმა, პოლიტიკოსებთან ერთად პოზნერის საქართველოდან გაძევება მოითხოვეს. 

ვლადიმერ პოზნერი რუსი ჟურნალისტი და პროპაგანდისტია. ის წლების განმავლობაში ამართლებდა საბჭოთა კავშირის, შემდგომში კი რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებს.

მას ეკუთვნის გამონათქვამი: "აფხაზეთი არასდროს იქნება საქართველოს ნაწილი". 


close დახურვა