logo
ENG



რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის 2 თანამშრომელი გაიტაცეს

18 ოქტ 202211:33
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/18/cj2zs54bfmc6hjy.png

რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ორი თანამშრომელი გაიტაცეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული ენერგოატომი ავრცელებს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, რუსებმა გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს სადგურის ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის ხელმძღვანელი, ოლეგ კოსტიუკოვი და გენერალური დირექტორის თანაშემწე, ოლეგ ოშეკი.

ამ დროისთვის უცნობია, სად იმყოფებია გატაცებულები და რატომ წაიყვანეს ისინი.

გუშინ ზაპოროჟიეს ატამურ ელექტროსადგურში, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ენერგოდარშია განლაგებული, სროლის შემდეგ ელექტრომომარაგება გაითიშა.

პირველ ოქტომბერს რუსმა სამხედროებმა სადგურის გენერალური დირექტორი, იგორ მურაშოვი გაიტაცეს. 4 ოქტომბერს ის რუსულ სახელმწიფო არხებზე გამოჩნდა, სადაც აცხადებდა, რომ უკრაინულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა და "აცნობიერებდა", რომ სადგურის მიმართულებით უკრაინელები ისროდნენ.


close დახურვა