უკრაინის რკინიგზის განცხადებით, რუსმა სამხედროებმა კიევის რკინიგზაზე საჰაერო იერიში მიიტანეს.
"რუსმა ტერორისტებმა საჰაერო დარტყმა განახორციელეს კიევის რკინიგზის სამხრეთ სადგურზე, სადაც ათასობით უკრაინელი ქალისა და ბავშვის ევაკუაცია მიმდინარეობს. ჭურვი სასტუმრო Ibis-თან ჩამოვარდა, სადგურის შენობამ გაუძლო და მცირე დაზიანება მიიღო. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება", - აღნიშნულია განცხადებაში.