უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რუსმა სამხედროებმა ხერსონის ოლქის ნოვა კახოვკა დატოვეს.
მათი ინფორმაციით, ქალაქის დატოვებამდე მოსახლეობა გაქურდეს.
"საოკუპაციო ჯარის ყველა ქვედანაყოფმა, რომელიც ხერსონის ოლქის ნოვა კახოვკას დასახლებაში იყო განლაგებული, ქალაქი დატოვა.
მანამდე ადგილობრივი მოსახლეობის სახლები შემოიარეს და დიდი რაოდენობით საყოფაცხოვრებო და ელექტრონული ტექნიკა, ძვირფასეულობა, ტანსაცმელები და მობილური ტელეფონები წაიღეს", - ნათქვამია განცხადებაში.