logo
ENG



რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტო იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა

20 მაი 202417:19
3 წუთის საკითხავი
 
რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტო იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა

რუსულ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტო იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა. ზურაბიშვილის ვეტო ბიუროს დღეს წარედგინა.

დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ ვეტოს შემდეგ სასესიო კვირაში დაძლევენ.

პრეზიდენტმა კანონს ვეტო შაბათს, 18 მაისს დაადო. 

სალომე ზურაბიშვილმა რუსულ კანონს პარლამენტს მხოლოდ ერთი შენიშვნით დაუბრუნა - კანონმა ამოქმედებიდან მხოლოდ ერთი დღე უნდა იმოქმედოს, რის შემდეგაც იგი ძალას დაკარგავს.

მოქალაქეების, სამოქალაქო საზოგადოების და პარტნიორების კრიტიკისა და გაფრთხილებების მიუხედავად ქართულმა ოცნებამ რუსული კანონი 14 მაისს მიიღო. აღნიშნული კანონით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ცხადდება ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიასაშუალება, რომლის დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოური წყარო წარმოადგენს.

 


close დახურვა