logo
ENG



რუსული გემის უკრაინელი ინჟინერი ყვება, რომ 26 თებერვალს მისი ჩაძირვა სცადა

27 მარ 202214:45
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/27/l0rtswtj8576npr.jpg

რუსული გემის უკრაინელი ინჟინერი ამბობს, რომ 26 თებერვალს მისი ჩაძირვა სცადა. 

ტარას ოსტაპჩუკიCNN-თან ინტერვიუში ყვება, რომ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც კიევში რუსეთის სარაკეტო დარტყმების შესახებ გაიგო. 

"ვფიქრობ, ჩემი სახლი შეიძლება იყოს შემდეგი.  ეს იყო ჩემი პირველი ნაბიჯი ომში რუსეთის წინააღმდეგ".- ამბობს ოსტაპჩუკი. 

​ტარას ოსტაპჩუკმა განაცხადა, რომ "ლედი ანასტასია", სადაც ის მუშაობდა, რუსი ოლიგარქის, ალექსანდერ მიხეევის საკუთრებაა, რომელიც რუსული იარაღის კომპანიის Rosoboronexport-ის აღმასრულებელი დირექტორია. ოსტაპჩუკის ინფორმაციით, ის სამხედრო ტექნიკას ყიდის. 

ოსტაპჩუკი ამბობს, რომ ძრავის ოთახში სარქველები გახსნა, რის შედეგადაც ნავის დატბორვა დაიწყო, თუმცა ეკიპაჟის სხვა წევრებმა გაჟონვა შეაჩერეს. 

ოსტაპჩუკი ესპანეთში დააპატიმრეს, მაგრამ მალევე გაათავისუფლეს, რის შემდეგაც უკრაინაში დაბრუნდა. 

"ახლა უკრაინის ჯარში ვმსახურობ და იმედი მაქვს, რომ გამარჯვებას მოვიპოვებთ."- ამბობს ოსტაპჩუკი.


close დახურვა