დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვალენტინ რეზნიჩენკოს განცხადებით, რუსული დაბომბვის შედეგად დნეპროპეტროვსკის რეგიონში 1 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა.
რეზნიჩენკოს თქმით, რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის რეგიონი ოთხჯერ დაბომბეს. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ რუსეთის არმიის სამიზნე დნეპროპეტროვსკის ორი უბანი - კრივი რიჰი და ნიკოპოლი იყო.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.