logo
ENG



რუსული დაბომბვის შედეგად ნიკოპოლში 2 ადამიანი დაშავდა

06 სექ 202215:38
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/06/7xsbyp33sqpsko2.jpg

დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვალენტინ რეზნიჩენკოს განცხადებით, რუსული დაბომბვის შედეგად ნიკოპოლში 2 ადამიანი დაშავდა.

"ნიკოპოლში საცხოვრებელი კორპუსები დაბომბეს. დაშავებულია ორი ადამიანი - კაცი და ქალი. ისინი ჰოსპიტალიზებული არიან. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

ქალაქში 20 მაღალსართულიანი და 11 კერძო შენობა დაზიანდა. ერთი სახლი დაინგრა. 2000-ზე მეტი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა," - თქვა დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა. 


close დახურვა