logo
ENG



რუსული დაბომბვის შედეგად ნიკოპოლში 500-მდე ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

30 აგვ 202216:01
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/30/clw5yn5qo3efop4.jpg

დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვალენტინ რეზნიჩენკოს განცხადებით, რუსული დაბომბვის შედეგად ნიკოპოლში 500-მდე ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

რეზნიჩენკოს თქმით, რუსული ძალები თავს დაესხნენ დნეპროპეტროვსკის 3 რაიონს, მათ შორის ნიკოპოლს, დნეპროვსკისა და კრივოროჟსკის.

"ნიკოპოლში დაზიანდა ავტოსადგური, მაღაზიები და საბავშვო ბიბლიოთეკა. ორი ელექტროგადამცემი ხაზი გაითიშა. ახლა 500-მდე ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია 1 ადამიანი. ამ დროისთვის ინფორმაცია ზუსტდება," - თქვა დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა