logo
ENG



რუსული დაბომბვის შედეგად ხარკივის რეგიონში 3 ადამიანი დაშავდა

28 ივლ 202214:36
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/28/ufn5k5gs8wetjp5.jpg

დერგაჩევსკის მერის, ვიაჩესლავ ზადორენკოს განცხადებით, ხარკივში, დერგაჩევსკის რაიონში 3 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 12 წლის ბიჭი.

"რუსულმა ჯარებმა კვლავ დაბომბეს უკრაინის მიერ კონტროლირებადი დერგაჩევსკის დასახლებები. პრუდიანკაში საარტილერიო დარტყმების შედეგად სამმა ადგილობრივმა საშუალო და მძიმე დაზიანებები მიიღო. მათ შორის არის 12 წლის ბიჭი," - თქვა დერგაჩევსკის მერმა.

ზადორენკოს თქმით, დაჭრილების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამასთან, მან დერგაჩევსკის მცხოვრებლებს რაიონის დატოვებისკენ და უსაფრთხო ტერიტორიებზე გადასვლისკენ მოუწოდა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა