უკრაინაში რუსეთის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულზე მტკიცებულებების შეგროვება გრძელდება. ფორმულა დღეს უკრაინის პროკურორს ესაუბრა. ოკუპანტების სისასტიკე თვალნათლივ ჩანს კიევის ოლქის ქალაქ ბოროდიანკაში, სადაც გვამების ამოცნობის პროცედურა ჯერ არ დასრულებულა. ფორმულას გადამღებმა ჯგუფმა შემზარავი ისტორიები მოისმინა. ქალაქი ოკუპანტებმა მიწასთან გაასწორეს, მოკლულია 1 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე, მათი უმეტესობა აწამეს. გვამები შეკრული ხელ-ფეხით უკრაინელ სამართალდამცველებს შუა ქუჩაშიც კი დახვდათ.
რუსული დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ
03 მაი 202220:02
3 წუთის საკითხავი