რუსული სიმღერები, სავაჭრო ობიექტებში რუსული წარწერები, მომსახურება ქართულ და რუსულ ენებზე - ეს 2022 წლის ზაფხულის ახალი რეალობაა. ათწლეულების შემდეგ, ქვეყანა სწრაფი ტემპით საბჭოთა ატმოსფეროს უბრუნდება. მხოლოდ ივნისის თვეში საქართველოში რუსეთის 90 ათასზე მეტი მოქალაქე შემოვიდა. ეს მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით 500%-ით არის გაზრდილი. რეალურად მათი დიდი ნაწილი საქართველოში არა დროებით, ტურისტად, არამედ საცხოვრებლად ჩამოდის, არეგისტრირებს ბიზნესებს და ამბობს, რომ პუტინის რუსეთში ცხოვრება აღარ უნდა.