ოლიგარქის გუნდი ყოველდღიურად სულ უფრო მტრულ დამოკიდებულებას ავლენს ვაშინგტონის მიმართ. ოცნებამ ამერიკა ოკუპანტ რუსეთსაც კი შეადარა. ასე ხვდებიან რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები დაანონსებულ სავიზო შეზღუდვებს, რომლებიც ოპოზიციის ინფორმაციით, ოცნების ნაწილმა მეილზე უკვე მიიღო. სახელმწიფო დეპარტამენტი პირდაპირ ამბობს, რომ ვაშინგტონის რეაქცია მხოლოდ სავიზო შეზღუდვით სრულდება, ამ დროს კი ოცნების პარტია ამტკიცებს, რომ ამის მიზეზი არ არსებობს.