logo
ENG



რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ გიორგი შანიძეს 4 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

16 სექ 202411:07
3 წუთის საკითხავი
 

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ გიორგი შანიძეს 4 წლით პატიმრობა მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ მიიღო.

პროცესის პარალელურად მიმდინარეობს საპროტესტო აქცია საქალაქო სასამართლოსთან.

შანიძეს გამოძიება ორი მუხლით ედავება - სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და 265-ე მუხლის მეორე ნაწილი, რაც ნარკოტიკული საშუალების (კანაფის) მოყვანას გულისხმობს. მეორე მუხლი შანიძეს მოგვიანებით წარუდგინეს.


close დახურვა