logo
ENG



რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული შანიძე და ბუბუტეიშვილი პატიმრობაში დატოვეს

26 ივლ 202416:56
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/26/9a760b9ltkk55w2.jpg

სასამართლომ რუსული აქციის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული დემონსტრანტები, გიორგი შანიძე და ფრიდონ ბუბუტეიშვილი პატიმრობაში დატოვა.

გიორგი შანიძე დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს. დაცვის მხარემ 20 000 ლარის ოდენობის გირაოს შუამდგომლობა დააყენა, თუმცა აღკვეთის ღონისძიება არ შეცვლილა. 

რაც შეეხება ფრიდონ ბუბუტეიშვილს, დაკავების მომენტში ის 19 წლის იყო. პროკურატურა მას ედავება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლისთვის ქვის სროლას,  რის შედეგადაც მან დაზიანება მიიღო. 

სასამართლოზე ბუბუტეიშვილმა თქვა, რომ ქვა ნამდვილად ეჭირა, თუმცა მხოლოდ თავის დასაცავად.

"ვინ დაამტკიცა, რომ ეს ქვა ესროლა და იმ თანამშრომელს მოხვდა. ეს ხო დაუდგენელია", - ამბობს დაკავებულის მამა.

ადვოკატი აღნიშნავს, რომ ბუბუტეიშვილი, რომელიც ახლა 20 წლისაა, მოწმეებზე ზემოქმედებას ვერ მოახდენს და ვერ ახალ დანაშაულს ჩაიდენს, რადგანაც მას დანაშაული არ ჩაუდენია.

"მას ედავებიან, რომ თითქოსდა ზიანი მიიღო ერთ-ერთმა თანამშრომელმა, მაგრამ საქმეში არ ჩანს, ვისგან მიიღო ან როგორ მიიღო", - აღნიშნა ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ.


close დახურვა