logo
ENG



რუსული კანონის საწინააღმდეგო პოსტერების გაკვრისთვის მერიამ ოთო ფარულავა 1000 ლარით დააჯარიმა

10 აპრ 202415:55
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/10/gte97kndlbqp7um.jpg

სამოქალაქო აქტივისტი, ოთო ფარულავა სოციალურ ქსელში წერს, რომ პლაკატების - წარწერით: "საქართველოში "ვი-რუსია", ქუჩებში გაკვრის გამო, თბილისის მერიამ 1000 ლარით დააჯარიმა.

"დღეს თბილისის მერიამ 1000 ლარით დამაჯარიმა.

5 აპრილს, მელიქიშველზე, დროებით სამშენებლო ღობეზე, ჩვენმა გუნდმა

გავაკარით პოსტერები წარწერით -საქართველოში “ვი-რუსია”

სხვა კი არაფერს ვამბობდით ამ პოსტერებით. კი ვი-რუსია ოცნება, ვი-რუსია მერია.

აბა ქოცებმა გაჩერებები და მიწისქვეშები ააჭრელეს მაგათ ხომ არ დააჯარიმებდა ხელისუფლეა, რომელიც ემსახურება რუსეთს?!

არა რუსულ კანონს!", - წერს ფარულავა სოციალურ ქსელში. 

დაპირების მიუხედავად, ერთი წლის თავზე ქართული ოცნება ე.წ. უცხო აგენტების შესახებ რუსულ კანონს განსახილველად აბრუნებს და მის მიღებას მეორედ ეცდება. 3 აპრილს ინიციირებული კანონპროექტი იდენტურია შარშანდელი კანონპროექტისა, რომლის განხილვებსაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა. ფორმალური განსხვავებაა მხოლოდ ტერმინში - ახალ ვერსიაში "უცხოური გავლენის აგენტი" შეცვლილია "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით". 

მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ამ კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო რუსეთთან, მან დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკა უკვე დაიმსახურა.


close დახურვა