logo
ENG



რუსული კანონის წინააღმდეგ თბილისში საპროტესტო აქციები დილიდან დაიწყება

14 აპრ 202423:17
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/14/91njhx73wwyuyem.jpeg

რუსული კანონის წინააღმდეგ თბილისში საპროტესტო აქციები და მსვლელობები დილიდან დაიწყება.

10:00 საათზე აქცია გაიმართება პარლამენტის უკანა შესასვლელთან. პარალელურად 11:00 საათიდან დაიწყება სტუდენტების მსვლელობები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პარლამენტის მიმართულებით.

მასშტაბური საპროტესტო აქცია კი საღამოს 19:00 საათზე, პარლამენტის წინ გაიმართება.

15 აპრილს პარლამენტი რუსული კანონის განხილვას იწყებს. განხილვის პარალელურად პარლამენტში შესვლას ვერ შეძლებენ ონლაინმედიის ჟურნალისტებიც.


close დახურვა