logo
ENG



რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია პარლამენტთან დღესაც გაიმართება

24 აპრ 202409:19
3 წუთის საკითხავი
 
რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია პარლამენტთან დღესაც გაიმართება
ფორმულა/ლანა მრავლაძე

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია - "არა რუსულ კანონს, კი ევროპას’’ - პარლამენტის წინ დღესაც, 19:00 საათზე გაიმართება.

ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები და სტუდენტები ხელისუფლებას რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებდნენ.

მათ აქცია გუშინაც გამართეს. ისინი მსვლელობით ევროკავშირის ოფისთან მივიდნენ და საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.

ამასთან, სტუდენტები ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ, რომ თსუ-ში ირაკლი კობახიძეს ლექციების წაკითხვის უფლება აღარ ჰქონდეს.

15 აპრილიდან თბილისში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციები ყოველდღიურად იმართება. აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან კანონპროექტის უკან გაწვევას მოითხოვენ.

17 აპრილს, ქართლმა ოცნებამ რუსულ კანონს I მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა.

***

დაპირების მიუხედავად ერთი წლის თავზე ქართული ოცნება ე.წ. უცხო აგენტების შესახებ რუსულ კანონს განსახილველად აბრუნებს და მის მიღებას მეორედ ეცდება. 3 აპრილს ინიციირებული კანონპროექტი იდენტურია შარშანდელი კანონპროექტისა, რომლის განხილვებსაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა. ფორმალური განსხვავებაა მხოლოდ ტერმინში - ახალ ვერსიაში "უცხოური გავლენის აგენტი" შეცვლილია "უცხოური ძალის ინტერესების გამტარბელით".


close დახურვა