logo
ENG



რუსული მედია: მოსკოვში დონეცკის და ლუგანსკის ე.წ სახალხო რესპუბლიკების საელჩოები გაიხსნება

26 აპრ 202211:59
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/26/rw749utgiszez03.png

რუსული სამთავრობო გამოცემა რია ნოვოსტი წერს, რომ მალე მოსკოვში დონეცკის და ლუგანსკის ე.წ სახალხო რესპუბლიკების საელჩოები გაიხსნება.

მედის თქმით, ეს ინფორმაცია მათ დიპლომატიურმა წყარომ მიაწოდა.

"ვეცდებით ეს უახლოეს მომავალში გავაკეთოთ, რაც უფრო მალე, მით უკეთესი. ჩვენ კონკრეტული სამუშაოებით ვართ დაკავებულნი" - ციტირებს რია ნოვოტსი წყაროს.

21 თებერვალს ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა. რამდენიმე საათში კი დონბასში ჯარების შეყვანის ბრძანება გასცა.

 


close დახურვა