logo
ENG



რუსული მედიის ცნობით, ყირიმის ხიდზე მოძრაობა დროებით შეჩერებულია

22 ივლ 202313:24
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/22/qjv68ucg8cl2etq.jpg

ყირიმის ხიდზე მოძრაობა დროებით შეჩერებულია. ამის შესახებ ინფორმაცია რუსულ Telegram არხებსა და სამთავრობო მედიაში ვრცელდება.

"ყირიმის ხიდზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეზღუდულია. მოსახლეობას მოვუწოდებთ, შეინარჩუნონ სიმშვიდე და შეასრულონ სატრანსპორტო უსაფრთხოების თანამშრომლების მითითებები", - ნათქვამია განცხადებაში.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ხნით შეიზღუდა მოძრაობა ყირიმის ხიდზე.

17 ივლისის ღამეს რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ე.წ. მეთაურმა სერგეი აქსიანოვმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყირიმის ხიდზე შეჩერდა მიმოსვლა, რადგან "კრასნოდარის მხრიდან, 145-ე საყრდენის რაიონში საგანგებო შემთხვევა მოხდა".

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ყირიმის ხიდზე მომხდარი ინციდენტი უკრაინის სპეცოპერაცია იყო, კერძოდ, უკრაინსკა პრავდა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ მასში უკრაინის უსაფრთხოების სამსახური და საზღვაო ძალები მონაწილეობდნენ.


close დახურვა