logo
ENG



რუსული მხარის ინფორმაციით, უკრაინამ კრასნოდარზე დრონებით მასიური შეტევა განახორციელა

15 თებ 202611:16
3 წუთის საკითხავი
 
2026/02/15/rkbq0n6qvhrrumk.png

რუსეთში, კრასნოდარის მხარეზე უპილოტო საფრენი აპარატების მასშტაბური შეტევა განხორციელდა,- ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორმა ვენიამინ კონდრატიევმა განაცხადა. 

„დაზიანებები დაფიქსირდა ტემრიუკის რაიონის სოფელ ვოლნაში, ასევე სოჭში და ანაპის სოფელ იუროვკაში. ყველაზე რთული ვითარება ვოლნაშია. იქ დაზიანდა ნავთობპროდუქტების რეზერვუარი, საწყობი და ტერმინალები“, – დაწერა კონდრატიევმა ტელეგრამარხზე.

მისივე ინფორმაციით, ამჟამად არსებული ინფორმაციით, ორი ადამიანი დაშავდა - ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს და საჭირო დახმარებას უწევენ.


close დახურვა