დღეს დილით რუსეთში, კურსკის ოლქზე უკრაინული დრონებით შეტევა განხორციელდა. ინფორმაციას ამის შესახებ კურსკის ოლქის გუბერნატორი, რომან სტაროვოიტი Telegram არხის საშუალებით ავრცელებს.
იგი იტყობინება, რომ უკრაინულმა საფრენმა აპარატმა ელექტროსადგურზე ორი ასაფეთქებელი მოწყობილობა ჩამოაგდო, რის შედეგად ერთ-ერთ გადამცემს ცეცხლი გაუჩნდა.
გარკვეული დროის განმავლობაში, ხუთ დასახლებას და საავადმყოფოს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა.
ბოლო პერიოდში, კურსკის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევები გახშირდა. 26 აგვისტოს, კურსკში შვიდი დასახლება ელექტროენერგიის გარეშე დარჩა უკრაინული დრონის სავარაუდო თავდასხმის შემდეგ.