logo
ENG



რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად დონეცკის ოლქში 5 ადამიანი დაიღუპა

08 აგვ 202213:35
3 წუთის საკითხავი
clock 517
2022/08/08/qy0jtiz6us3kcp2.jpg

დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს განცხადებით, რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად დონეცკის ოლქში 5 ადამიანი დაიღუპა, 17 კი დაიჭრა.

"7 აგვისტოს რუსებმა დონეცკის ოლქში 5 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს: 2 სოლედარში, 1 ბახმუტში, 1 მარინკაში და 1 სელიდოვოში. დაშავებულია 17 ადამიანი," - თქვა დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

კირილენკოს თქმით, ამჟამად მარიუპოლსა და ვოლნოვასში მსხვერპლის ზუსტი რაოდენობის დადგენა შეუძლებელია. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ყველა დამნაშავე დაისჯება.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა