საერთაშორისო გაერთიანება უკრაინის მხარდაჭერას რუსეთთან ომში გააგრძელებს მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება. ამ შინაარსის განცხადებებს მსოფლიო ლიდერები დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პარალელურად აკეთებენ. მოკავშირეები ოფიციალური კიევის სამხედრო დახმარებას აძლიერებენ, ევროკავშირისგან კი დღეს უკრაინამ თვრამეტ მილიარდიანი მაკრო-ფინანსური დახმარების პირველი ტრანში, 3 მილიარდი ევრო მიიღო. ოკუპანტები კი ამ დროს სამოქალაქო ობიექტებზე შეტევას არ წყვეტენ. 45-მდე გაიზარდა საოკუპაციო ძალების სარაკეტო იერიშის მსხვერპლი დნიპროში, დაღუპულთა შორის 6 ბავშვია.
რუსული ტერორი
17 იან 202320:29
3 წუთის საკითხავი