logo
ENG



რუსული ტყუპისცალები - დროება

29 სექ 202419:41
3 წუთის საკითხავი
 

ივანიშვილის რეჟიმი მოსკოვს ხელიდან ეცლება, მოლდოვას რეჟიმი კი მაშინ გამოეცალა ხელიდან, როდესაც მოლდოვის ოპოზიციამ მოახერხა და დოდონის რუსული ოლიგარქიული რეჟიმი კოალიციით - ერთიანობით შეცვალა.

აქ რეჟიმის შესანარჩუნებლად და იქ მოლდოვაში დემოკრატიული წესით არჩეული ხელისუფლების შესაცვლელად კრემლის კაგებეშნიკიური პროპაგანდა ახლა ერთი და იმავე მეთოდს იყენებს - უღირსების ღირსებას იბრალებენ და მართლაც რომ უსამშობლოები პატრიოტიზმს ეფარებიან.

მსგავსება ისეთი თვალსაჩინოა, რომ თუ ვინმემ მოლდოვური იცით დოდონის პროპაგანდას მოუსმინეთ და გეგონებათ, კობახიძეს, მდინარაძეს ან პაპუაშვილს უსმენთ.

მოკლედ ისევე როგორც აქ - იქაც მოლდოვაში კოლექტიური ზარქუების ნაკლებობა არ იგრძნობა. ქართველების რუსი ივანიშვილი და მოლოდველების რუსი დოდონი.  რუსული კაგებეს დავალება ქართული ოცნებისთვის და მოლდოვის ოპოზიციის ღია პრორუსული ოპოზიციისთვის. არჩევნები ჩვენთან და მოლდოვაში, რომელიც ორი სახელმწიფოს მომავალს განსაზღვრავს. პარალელები და მსგავსებები რატი მუჯირის სიუჟეტში.


close დახურვა