logo
ENG



რუსული ძალების მხრიდან ხარკივსა და დონეცკში ინტენსიური დაბომბვა მიდის

22 ივნ 202212:08
3 წუთის საკითხავი
clock 506
2022/06/22/op4s421dpoo013c.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რუსული ძალების მხრიდან ხარკივსა და დონეცკში ინტენსიური დაბომბვა მიდის. გენშტაბის თქმით, რუსეთს 3 ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი და სასაზღვრო რაიონებში საჰაერო სადესანტო ნაწილები ჰყავს.

უკრაინის გენშტაბის განცხადებით, ხარკივის მახლობლად, ჩრდილო-აღმოსავლეთით, საარტილერიო თავდასხმის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა. დონეცკის რეგიონში კი რუსული ძალები ქალაქ სლავიანსკზე შეტევისთვის მრავალჯერად სარაკეტო სისტემებს იყენებდნენ.

დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს განცხადებით, ჩასივ იარზე დაბომბვისას 6 ბავშვი დაიჭრა, ერთი კი დაიღუპა.


close დახურვა