დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ლისაკის განცხადებით, რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
"მტერმა დაარტყა სინელნიკოვსკის რაიონის პოკროვსკაიას თემს. არის მსხვერპლი. დაშავდა 9 ადამიანი. მათ შორისაა 11 წლის ბავშვი. დაინგრა კერძო სახლი. ასევე გაჩნდა ხანძარი, რომელიც უკვე ლიკვიდირებულია", - თქვა დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
გუშინ, რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის საავადმყოფო დაბომბეს, რის შედეგადაც 4 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. მანამდე, რუსულმა ჯარებმა სარაკეტო თავდასხმა ქალაქ დნიპროს ერთ-ერთ ამბულატორიულ და ვეტერინარულ კლინიკებზე განახორციელეს.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.