logo
ENG



რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს - არის მსხვერპლი

04 აპრ 202310:54
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/04/bv60ox7m15tdr2q.jpg

დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს განცხადებით, გუშინ, რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა.

"3 აპრილს, რუსებმა დონეცკის ოლქის 4 მცხოვრები მოკლეს: 2 ტორეცკში, 1 ავდეევკაში და 1 ტორსკოეში. კიდევ 3 ადამიანი დაშავდა რეგიონში", - თქვა დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

4 აპრილის დილის მდგომარეობით, რუსული ჯარების მხრიდან დონეცკის რეგიონის დაბომბვის შედეგად, მინიმუმ 1450 ადამიანი დაიღუპა, 3339 კი დაშავდა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა