logo
ENG



რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს - არის მსხვერპლი

08 აპრ 202313:18
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/08/6vulyiuoxzhxs5s.jpg

დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს განცხადებით, რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს, რამაც მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე იმსხვერპლა.

"უკრაინამ კიდევ 4 ადამიანი დაკარგა. საუბარია სამ უკრაინელზე ბოგოროდიჩნოეში და 1 ადამიანზე ტორსკოეში. ადგილზე მყოფი კიდევ 1 ადამიანი დაშავდა. მთლიანობაში, 8 აპრილის დილის მდგომარეობით, უკრაინაში რუსულმა არმიამ 1463 ადამიანი მოკლა, დაშავდა 3361 უკრაინელი", - თქვა დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინის არმიამ ბოლო ერთ დღეში 540 რუსი ოკუპანტი გაანადგურა. მტრის ჯამური დანაკარგი, გენერალური შტაბის მონაცემებით, 177 680 ადამიანს შეადგენს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა