logo
ENG



რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს - არის მსხვერპლი

25 აპრ 202311:52
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/25/r1rp88jn4pkqyzi.jpg

დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს განცხადებით, გუშინ, რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს, რასაც მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე ემსხვერპლა.

"24 აპრილს, რუსებმა დონეცკის ოლქში, შახტერსკში 2 მცხოვრები მოკლეს. კიდევ 13 ადამიანი დაშავდა რეგიონში. გორლოვსკის მიმართულებით, ჩასოვ იარის თემში, დაბომბვის შედეგად სკოლა დაზიანდა. ილინოვსკაიას შემოგარენი დაბომბვის ქვეშ მოექცა", - თქვა დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

კირილენკოს თქმით, დონეცკის მიმართულებით, კურახოვოს თემში, დაზიანდა სკოლა, 2 სართულიანი შენობა და 15 კერძო სახლი. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ რუსულმა არმიამ გუშინ ღამით ავდეევკაც დაბომბა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა