დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს განცხადებით, რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც 6 ადამიანი დაიღუპა, 16 კი დაშავდა.
"გუშინ, კონსტანტინოვკაზე რუსებმა მასიური თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაშავდა. დაზიანდა 8 კერძო სახლი, 7 მაღალსართულიანი შენობა, 2 საწარმო და 5 ინფრასტრუქტურული ობიექტი. მტერმა ესროლა დრუჟკოვკასაც - დაშავდა 2 ადამიანი, დაზიანდა 2 სახლი", - ამბობს კირილენკო.
მისი თქმით, დონეცკის მიმართულებით, ავდიივკაში 4 ადამიანი დაიღუპა. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ვუჰლედარისა და გორლოვკას მიმართულებით 4 ადამიანი დაშავდა. დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები და კერძო სახლები.
უკრაინის ცნობით, დონეცკის რეგიონში, სამი მიმართულებით, ბახმუტში, ავდეევკასა და მარინკაში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს.